განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა ქალაქ კასპის №1 საჯარო სკოლის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი.