სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს ქალაქ თბილისის N71 საჯარო სკოლაში.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შენობის ფასადისა და სპორტული დარბაზის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ხორციელდება საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
სკოლის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწო და ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის დასრულდება. მისი ღირებულება 500 ათას ლარამდეა.
აღსანიშნავია, რომ სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჯიმში მიმდინარეობს