სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით წარმოებული ქალაქ თბილისის N59 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაცია მოიცავდა სკოლის შენობის სამ სართულს. გამოიცვალა ელექტროობა, გარემონტდა 33 საკლასო ოთახი და სველი წერტილები. განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს 897 მოსწავლე და პედაგოგიური კოლექტივი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა 587 667 ლარი.