სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებს სააგენტომ თბილისის N28 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
სკოლა ახალ სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უნივერსალური სპორტული დარბაზით შეხვდება. ოქროყანელ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ უნარ-ჩვევები განავითარონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, როგორიცაა კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი და სხვა. დარბაზს ინდივიდუალური გასახდელი ოთახები და საპირფარეშოები აქვს. პროექტის სახელშეკრულებო თანხა 128 077ლარია