ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც მაისის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია უტარდება შენობის მესამე და მეოთხე სართულებს, იცვლება სახურავი და მიმდინარეობს ფასადის აღდგენითი სამუშაოები. პროექტის ღირებულება 520 ათას ლარამდეა.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.