ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თბილისის N177 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს სკოლის შენობის სახურავს, ფასადს, შესასვლელებს და შიდა ეზოს.
პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვალა სახურავი, მოეწყო წყალსაწრეტი მილები. მოიხსნა ძველი, საფრთხის შემცველი ბათქაში; გამოიცვალა შენობაში შესასვლელი 2 კარი. შიდა ეზოში მოეწყო წყალ-კანალიზაციის ახალი სისტემა, დაიგო ასფალტის პირველი ფენა. უახლოეს პერიოდში დასრულდება ფასადის სამღებრო სამუშაოები და ასფალტის საფარის მე-2 ფენის დაგება.
სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 სექტემბრამდე დასრულდება და სკოლა განახლებული იერსახით შეხვდება ახალ სასწავლო წელს.
პროექტის საერთო ღირებულება 461 ათას ლარზე მეტია.