განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
თბილისის 175-ე საჯარო სკოლა შეიქმნა მუხიანის მე-3 მიკრორაიონში, დუმბაძის პროსპექტზე ერთმანეთთან ახლომდებარე ორი სკოლის გაერთიანების შედეგად და ამჟამად 2600-ზე მეტ მოსწავლეს ემსახურება. ამ სკოლებს შუა მდებარე ეზოს – 2800 კვ.მ ტერიტორიას, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 200 ათას ლარამდეა და მოიცავს ეზოს სრულ კეთილმოწყობას. უკვე მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოწყობა, გამოიცვალა დაზიანებული ბორდიურები და სარინელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღობის მოწყობის სამუშაოები.
რეაბილიტაციის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ეზოში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინიფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის სპორტული მოედნის მშენებლობა.