სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო თბილისში, თემქის დასახლებაში N 138 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს.
პროექტით სკოლის სამსართულიანი შენობა გათვლილია 650 მოსწავლეზე და მასში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და სასადილო.
🦽შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ისაგებლონ ღია და დახურული სპორტული დარბაზით.
პროექტის ღირებულება 8 მილიონ ლარამდეა.