სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, N132-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
სამუშაოების შედეგად სრულად რეაბილიტირდა შენობის ფასადი და მოეწყო გარე საკანალიზაციო სისტემა.
ახალ სასწავლო წელს სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებით ლამაზი გარემო დახვდებათ.პროგრამის მიზანია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა.