ქალაქ თბილისის N122 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

„ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის ქვეპროგრამის „ახალი სკოლის მოდელის“  ფარგლებში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა შენობის ოთხივე სართულზე. ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალის გამოყენებით რეაბილიტირდა საკლასო ოთახები, სადაც დამონტაჟდა მაღალი ხარისხის მდფ-ის კარებi, ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, შეიცვალა იატაკი, ჭერში დამონტაჟდა თანამედროვე, ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება და სრულად შეიცვალა ელექტროობა.  სკოლაში ფუნქციონირებს  განახლებული  სპორტული და სააქტო დარბაზები.  პროექტის ფარლგებში ასევე განხრციელდა სკოლის ტერიტორიის შემოღობვა და ეზოს მოასფალტება.

განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.