სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას საქართველოს მასშტაბით. ქალაქ თბილსის№105-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა სააგენტოს სამშენებლო საპროექტო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დავით სუთიძემ და ამავე სამსახურის კოორდინატორმა, ვაჟა ბურდულმა მოინახულა. სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლა ინფრასტრუქტურის კუთხით მზად იქნება მოსწავლეების მისაღებად.