ქალაქ თბილისის 74-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დასრულდა ქალაქ თბილისი 74-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სასწავლო სივრცეები, ექიმისა და რესურს ოთახები, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, რაც გულისხმობს პანდუსებისა და ადაპტირებული სველი წერტილების მოწყობას.

პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 600 ათასი ლარია, ასევე რეაბილიტირდა შენობის ფასადი, შეიცვალა ღობე, დაიგო ასფალტი და მოეწყო სარეკრეაციო სივრცე. მოსწავლეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ მრავალფუნქციური ღია და დახურული სპორტული მოედნებით. სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.