სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად განახორციელა.
პროექტის ბოლო ეტაპზე გარემონტდა ფოიე, კიბის უჯრედები, პირველი სართულზე მდებარე საკლასო ოთახები და დერეფანი. მოეწყო ბიბლიოთეკა, ექიმის ოთახი და სასადილო. თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა კომპიუტერული ლაბორატორია; შემოიღობა ეზო და გაკეთდა ჭიშკარი, დაიგო ასფალტის საფარი. სკოლაში მოწყობილია სააქტო დარბაზი და მრავალ ფუნქციური ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედანი. აღჭურვილია თანამედროვე ავეჯით, ინვენტარითა და ტექნიკით.
სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა. შედეგად თანამედროვე და კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით სკოლის 1700-ზე მეტი მოსწავლე და 132 თანამშრომელი სარგებლობს.
საქართველოს განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელის მიზანია ზოგადი განათლებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.