სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ქალაქ თბილისის N 112 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
ამ ეტაპისათვის დასასრულს უახლოვდება დემონტაჟის სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში დაიწყება გარე ფასადის მოპირკეთება.
1400-ზე მეტი მოსწავლისთვის, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; სკოლა უზრუნველყოფილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურითა და რეკრეაციული სივრცეებით;
შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და სველი წერტილები.
სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 5 249 548.98 ლარია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.