სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ თბილისის 102-ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ თბილისის N102 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.
რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულება 1,5 მილიონ ლარზე მეტია, მოიცავდა სკოლის შენობის და ეზოს კეთილმოწყობას.
სამუშაოების ფარგლებში გარემონტდა შენობის სახურავი და ფასადი; სრულად რეაბილიტირდა ოთხივე სართულზე მდებარე საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ფოიე და ადმინისტრაციული ნაწილი; მოეწყო გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. გამოიცვალა კარები, განათება და იატაკი.
სკოლა ადაპტირებული გახდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილები და სპეციალიზებული ლიფტები (ამწე).
ეზოში დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული ღია სპორტული მოედანი და რეაბილიტირდა ფრენბურთის კორტები. ამჟამად მიმდინარეობს სკოლის ტერიტორიის შემოღობვა.
მშენებლობა საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.