სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ქალაქ თბილისის №32 საჯარო სკოლის ნაწილობრივ რეაბილიტაციას ახორციელებს.
ამ ეტაპზე დასრულებულია ბიბლიოთეკის რემონტი და მიმდინარეობს სკოლის პირველი და მეორე სართულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სააგენტოს სამშენებლო-საპროექტო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დავით სუთიძემ და ამავე სამსახურის კოორდინატორმა ვაჟა ბურდულმა მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
საჯარო სკოლების პროექტირება სააგენტოს სამშენებლო-საპროექტო სამსახურის მიერ ხორციელდება და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მუდმივად უწევს ზედამხედველობას.