სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დიდუბე ჩუღურეთის რაიონში ახორციელებს №116- ე საჯარო სკოლის ნაწილობრივ რეაბილიტაციას. ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულია სამედიცინო ოთახის მოწყობა, სველი წერტილებისა და საკლასო ოთახების რეაბილიტაცია. 2017 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით დიდუბე- ჩუღურეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 1 საჯარო სკოლის მშენებლობა, 5 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და 2 სამედიცინო ოთახის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თბილისის №100- ე საჯარო სკოლის მშენებლობა.