აკაკი კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისის მე-8 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი მოიცავს საკლასო ოთახების, დერეფნებისა და კიბის უჯრედების რეაბილიტაციას, იცვლება კარ-ფანჯარა, იატაკი და ელექტრობის სისტემა. კეთილმოეწყობა სკოლის ეზო. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილზე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 500 000 ლარამდეა.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.