ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის პირველ (ძველ) კორუსს რეასტავრაცია / სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
აღნიშნული კორპუსი 1912 წელს აშენდა და ქალაქ ზესტაფონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ერთადერთი უძრავი ძეგლია.
რესტავრაციის შედეგად შენობის და ეზოს ისტორიული იერსახე სრულად არის შენარჩუნებული.
სკოლის ახლად რეაბილიტირებულ ნაწილში განთავსდება ადმინისტრაცია, ბიბლიოთეკა და დაწყებითი კლასები.
სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით ჩატარდა და მისი ღირებულება 2 516 922 ლარია.