ქალაქ ზესტაფონის N 1 საჯარო სკოლის პირველი კორპუსის რესტავრაციაზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის პირველი კორპუსის სარესტავრაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა NAT190013562 ღირებულებით 2 313 450 ლარი.
სკოლის პირველი (ძველი) კორპუსი 1912 წელს აშენდა და ქალაქ ზესტაფონში არსებული ერთადერთი ისტორიული ძეგლია. რესტავრაციის შედეგად შენობის ისტორიული იერსახე სრულად იქნება შენარჩუნებული და მასში განთავსდება სკოლის ადმინისტრაციული ნაწილი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და დაწყებითი კლასები.
სააგენტოს მიერ სკოლის ახალი, მე-2 კორპუსის სრული რეაბილიტაცია 2017-2019 წლებში განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა კორპუსის ოთხსართულიან შენობას სრულად და სკოლის ეზოს, მოეწყო ღია სპორტული მოედანი. სამუშაოების საერთო ღირებულებამ – 1 308 612 ლარი შეადგინა.