ფოთში სასწავლო სახელოსნო აშენდა

ფოთში, პროფესიული კოლეჯი „ფაზისის“ ბაზაზე    რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიების: ავტომობილის ძრავისა და სავალი ნაწილის შეკეთების, ასევე შედუღების საქმის  დაუფლებისთვის აუცილებელი სახელოსნოები აშენდა. სახელოსნოს ფუნქციონირება სტუდენტებს ხელს შეუწყობს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიების დაუფლებასა და შესაბიმისი პრაქტიკის გავლაში. სწორედ ესაა სასწავლო სახელოსნოების აშენების  მიზანი.

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა  და მას სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბალავარი ჯგუფი“ ახორციელებს .

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 600 ათას ლარზე მეტია.