საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში პროექტის “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებში შეშის მოხმარების შემცირების საკითხზე იმსჯელეს. პროექტი “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონებში გაზიფიცირებულ დასახლებებში არსებული სკოლების ცენტრალური გათბობის სისტემებით აღჭურვას შეშის მოხმარების შემცირების მიზნით. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან დაიწყება. შეხვედრას სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დაგეგმვისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსი თამთა მამულაიძე დაესწრო.