სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ობიექტის სრული სარეაბილიტაციო თანხა შეადგენს 3 534 993 ლარს ხოლო მისი საჭირო ტექნიკით აღჭურვა ფინანსდება 935 468 ლარით. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და უახლოეს მომავალში დასრულდება.