სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლების რეაბილიტაცია

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში ძლიერი ქარისა და წვიმების შედეგად კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 11 საჯარო სკოლაში დაზიანდა სახურავი.

სააგენტომ ოპტიმალურად მოკლე დროში განახორციელა არსებული სიტუაციის სრული ანალიზი და დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროცესს.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები საქართველოში არსებული სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით ხორციელდება და მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ ნახევარი ლარია.