სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა ახალი 220-ე სკოლის მშენებლობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალაშენებულ 220-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება პირადად მიულოცა.

350 მოსწავლეზე გათვლილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ფუნქციონირებს თანამედროვე სასწავლო სივრცეები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო რეკრეაციული ზონა.

სკოლა აღჭურვილია უახლესი ავეჯითა და სასკოლო ინვენტარით – კომპიუტერული ტექნიკით, სასკოლო დაფების, მერხებისა და სკამების კომპლექტით.პროექტის საერთო ღირებულება 4 062 718 ლარია.