სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდა, რომლის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის სახურავს და ფასადს, მოეწყო გათბობის ახალი სისტემა, რეაბილიტირდა სველი წერტილები, სრულად გარემონტდა სკოლის მესამე და მეოთხე სართულებზე არსებული საკლასო ოთახები, დერეფნები და კიბის უჯრედები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, იატაკი და განათება, მოეწყო ელექტრობისა და ინტერნეტის ახალი ქსელი.
განხორციელებული სამუშაოების ჯამური ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.