სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მომავალი სასწავლო წლის დაწყებისთვის დასრულდება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება სკოლის შენობას: რემონტდება საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე; ეწყობა გათბობის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. იცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი.
სკოლა ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: ეწყობა ადაპტირებული სველი წერტილები და სპეციალიზებული ლიფტი (ამწე).
ეზოში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული ღია სპორტული მოედანი და სარბენი ბილიკი.
პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება 1,5 მილიონ ლარამდეა.
სამუშაოების მიმდინარეობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილზე გაეცნო.
მშენებლობა საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.