სსიპ „თბილისის 61-ე საჯარო სკოლა“

საზოგაოდების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისის 61-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სკოლის შენობის ნაცვლად  კომერციული ან სხვა დანიშნულების ობიექტის განთავსების თაობაზე. დღეის მდგომარეობით დასრულებულია პროექტირება, თბილისის 61-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე  სრულდება სადემონტაჟო სამუშაოები. სკოლა აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ვინაიდან სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-მ მიიღო გადაწყვეტილება   ძველი შენობის დეონტაჟისა და მის ადგილას ახალი სასწავლო შენობის განთავსების შესახებ.