სრული რეაბილიტაცია დაიწყო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის  №1 საჯარო სკოლაში


სსიპ -საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საქართველოს მასშტაბით აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
სრული რეაბილიტაცია დაიწყო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის  №1 საჯარო სკოლაში. პროექტი მოიცავს სკოლის ფასადის, სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლას, საკლასო ოთახების, დამხმარე ოთახების, სპორტული დარბაზის, ცენტრალური გათბობისა და სველი წერტილების სრულ რეაბილიტაციას. ასევე დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავის დემონტაჟი და სარტყელის მოწყობა. სარემონტო სამუშაოებს ასრულებს შპს “მტმ“ და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 434 444 ლარია.