სოფელ წეროვანის სრულად რეაბილიტირებული სკოლა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები  სრულად რეაბილიტირებულ სკოლაში აგრძელებენ სწავლას.

სკოლაში 150 მოსწავლე სწავლობს. ფართის სიმცირის გამო საპირფარეშოები განთავსებული იყო შენობის გარეთ, არ იყო სივრცე სხვადასხვა აქტივობების განხორციელებისთვის.

 რეაბილიტაციის შედეგად მთლიანად გამოიცვალა  შენობის ფასადი  და ინტერიერი, რაც სკოლას თანამედროვე არქიტექტურულ ვიზუალს სძენს; სანიტარული კვანძები განთავსდა შენობის პირველ სართულზე, არსებულ აივანზე დაშენდა სივრცე საკონფერენციო აქტივობებისთვის.

 სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 494666 ლარია.