სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარაში ახალ საჯარო სკოლას აშენებს.
300 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ტიპის სამსართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. მოეწყობა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, იფუნქციონირებს ლიფტი, კომბინირებული სპორტული დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. ეზოში გაკეთდება საბავშვო მოედანი.
სამუშაოებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ევროსტანდარტების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენებით აწარმოებს სამშენებლო კომპანია “დაგი”. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლის ღირებულება 4 362 360 ლარია, 2020 წლის 24 იანვარს დასრულდება.