სენაკში ინოვაციების რეგიონალური ჰაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ინოვაციების ცენტრი ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტს და სერვის გააერთიანებს. მოეწყობა ფაბლაბი, ასევე სატრენინგო, შეხვედრებისა და კონფერენციების სივრცეები.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ ინოვაციური იდეები რეალურად განახორციელონ ფაბრიკაციის ლაბორატორიაში არსებული მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შოურუმი, რომელიც  შეითავსებს როგორც საგამოფენო, ასევე სასწავლო და ჯგუფური მუშაობის ფუნქციას.

სასწავლო ოთახებთან ერთად იფუნქციონირებს  ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობებისთვის განკუთვნილი კუთხე, ასევე კომპიუტერული ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ადმინისტრაციული ოთახები და რეცეფცია.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

შენობის ზედა სართულების მისაწვდომ სივრცეებად გარდაქმნისთვის იფუნქციონირებს ლიფტი, მოეწყობა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

ინოვაციების ცენტრი ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენების და თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების საშუალებას მისცემს.