სახელმძღვანელოების დარიგება იწყება

სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ სამოქმედო გეგმის მიხედვით წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, დაიწყო „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ განხორციელება.

 2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ადაპტირებული ვერსიით ბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.

ახალ სასწავლო  წელს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მეშვიდე კლასელი მოსწავლე მიიღებს ახალ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს, რომელიც შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად გაუმჯობესებული, განახლებული, და რაც არსებითად მნიშვნელოვანია – ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, ევროპული სტანდარტების დაცვით დაბეჭდილი წიგნები და რვეულები, რომელთა წონაც, ფაქტობრივად, განახევრებულია.  

„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის” ფარგლები შესყიდულ იქნა 4 060 910 წიგნი და რვეული, ღირებულებით 20 078 540.73  ლარი. ხელშეკრულების თანახმად სკოლებში სახელმძღვანელოების პირველი ნაწილების მიწოდება განხორციელდება მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე.