საქველმოქმედო აქცია სოციალურად დაუცველი პირველკლასელი მოსწავლეებისთვის

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსა და კომპანია კარფურის ერთობლივი პროექტი „აუხდინე ოცნება“-ს ფარგლებში სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთის ტერიტორიაზე 14 ოქტომბერს გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება. ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მფლობელ 300-ზე მეტ პირველკლასელ მოსწავლეს საზეიმოდ გადაეცათ მათთვის სასურველი საჩუქრები. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა სახის სახალისო ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა.