სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ თბილისისა და საქართველოს რეგიონების საგამოცდო ცენტრების გაგრილება – კონდიცირების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა.
სააგენტომ სამუშაოების დაგეგმვის მიზნით გამოყო მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც შეამოწმა საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული კონდიციონერების ფუნქციონირება და ელექტრო გაყვანილობის ქსელის გამძლეობა.
ამჟამად შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზები სრულიად აღმოფხვრილია: ცენტრების ნაწილში მოხდა საჭირო რაოდენობის კონდიციონერების დამონტაჟება, ნაწილს გადაეცა ვენტილატორები; სკოლები, რომლებიც წარმოადგენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, უზრუნველყოფილნი არიან მობილური კონდიცირების სისტემით. საჭიროებისამებრ გამოიცვალა ელექტრო სადენები და შეკეთდა დაზიანებული დანადგარები.
ასე რომ, ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს კომფორტულ გარემოში უმასპინძლებს აბიტურიენტებს.