სასკოლო სახელმძღვნელოების ბეჭდვა

სრულყოფილი ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის მიზნით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამას ახორციელებს.

პროგრამა, 2013 წლიდან, საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს სასკოლო სახელმძღვანელოების სრული ნაკრებით (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) უზრუნველყოფს.

2022-23 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების გრიფ მინიჭებული სახელმძღვანელოებით აღჭურვის მიზნით სააგენტოს მიერ ტენდერის საშუალებით გამოვლინდა შემსრულებელი კომპანიები და გაფორმდა მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები.

ხელშეკრულებების შესაბამისად, ჯამში 10 822 944 ლარის ღირებულების, 3 793 606 ერთეული სახელმძღვანელო კომპლექტის (წიგნი და რვეული) დაიბეჭდება და ეტაპობრივად გადაეცემა საქართველოს მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებს.

ამჟამად სახელმძღვანელოების პირველი ნაწილი უკვე დაბეჭდილია და 1-ელ აგვისტომდე დარიგდება.

პარალელურად სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო უზრუნველყოფს უცხო ენების შემსწავლელი სახელმძღვანელოების და არაქართული სექტორისთვის (რუსული, სომხური, აზერბაიჯანული) განკუთვნილი ბილინგური სახელმძღვანელოების შესყიდვას და შესაბამისად დარიგებას. 2022-23 სასწავლო წლისთვის სულ 562 ათასამდე ლარის ღირებულების 18 102 ცალი ბილინგური და 3 მილიონ 234 ათას ლარზე მეტი ღირებულების, ჯამში 98 561 ერთეული, უცხო ენების: ინგლისურის, გერმანულის და ფრანგულის სახელმძღვანელოს დარიგება მოხდება.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და დანიშნულებისამებრ განაწილების პროცესს ერთ-ერთი კომპანიის „კოლორ ჯგუფის“ კუთვნილ სტამბაში გაეცნო.

„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლების სახელმძღვანელოების უზრუნველყოფა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.