საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ სამოქმედო გეგმის მიხედვით წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, დაიწყო მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელება.
2015-2016 სასწავლო წლისთვის ყველა საჯარო სკოლაში, მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ სახელმძღვანელოების სრულ კომპლექტს, დღეის მდგომარეობით, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დაწყებული აქვს სახელმძღვანელოების დარიგება თბილისში და კახეთის რეგიონში. არსებული გეგმა გრაფიკის მიხედვით მოხდება წიგნების დარიგება დარჩენილ რეგიონებშიც, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე.
სახელმძღვანელოების დარიგების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით პერიოდულად.