სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, 2018-2019 სასწავლო წლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ”ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო რესურსცენტრებს საჯარო და კერძო სკოლებისთვის გადასაცემად, დაურიგა 38 752 ცალი სასკოლო ჟურნალი.