2014 წლის 04 ივნისს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი 104,500 ცალი სასკოლო მერხის და სკამის შესყიდვის თაობაზე. ტენდერში გაიმარჯვა შპს „გოლბი“-მ. სააგენტოსა და აღნიშნულ კომპანიას შორის 2014 წლის 29 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება.