გორის რაიონის სოფლების საჯარო სკოლებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი გრიგოლ გაგოშიძე გაეცნენ.
გორის რაიონის საზღვრისპირა სოფელ ქვემო არცევში არსებულ სკოლას წლების მანძილზე არ ჩატარებია რებილიტაცია, დღეს კი სკოლა სრულიად რეაბილიტირებულია, დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი, სკოლა ადაპრირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებმადე სკოლა მთლიანად აღიჭურვება ახალი ინვენტარით.
როგორც საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა: „ახალი სასწავლო წლისათვის მზადების პერიოდში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა, რადგან სულ ცოტა დრო დარჩა სასწავლო წლის დაწყებამდე“.
ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გორის რაიონის სოფელ ძევერას საჯარო სჯოლაში. გამოიცვალა კარ-ფანჯარა, გაკეთდა სარინელი, შეილესა და შეიღება შიდა კედლები. თუმცა, ინფრასტრუქტურის სრული განახლება ამით არ დასრულებულა და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.