საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალ საჯარო სკოლას ეწვივნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია და აღჭურვა:
ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 საჯარო სკოლა
სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლა
პროექტი განახორციელა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, რომლის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა.
ევროსტანდარტების შესაბამის სკოლებში ყოველწლიურად 1500-მდე მოსწავლე შეძლებს თანამედროვე განათლების მიღებას.