სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშოაები შეუფერხებლად გრძელდება

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეუფერხებლად მიმდინარეობს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა/რეაბილიტაცია.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ფარცვანია საჯარო სკოლების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და აღნიშნა, რომ მომავალი თაობისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.