სააგენტოს სპეციალური ჯილდო გადაეცა

დღეს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მიწვეული იყო საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, სადაც გადაეცა ჯილდო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. ღონისძიებას ესწრებოდა სააგენტოს დირექტორის მოადგილე მამია მორალიშვილი.   სიგელები გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა.