2014 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით:
“საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ფარგლებში:
• დასრულდა ქვეყნის მასშტაბით 143 საჯარო სკოლის, მიმდინარეობს 95 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და დასრულებულია 2 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა.
• მიმდინარეობს 7 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები.
• ჩატარდა პროფესიული კოლეჯების აზომვითი სამუშაოები,მომზადდა შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს 7 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია.
• დასრულდა 1 საჯარო სკოლის გაზიფიცირება, 1 საჯარო სკოლის გათბობის სისტემის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს 20 სკოლის გათბობის სისტემის რეაბილიტაციის და 25 საჯარო სკოლების გაზიფიცირების ტენდერები.
• მიმდინარეობს 11 სკოლის და 7 ახალი ასაშენებელი სკოლის პროექტირება
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება ვინაიდან, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება განათლების სამინისტროსთვის და შესაბამისად საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის.