ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებმა მერს კოლეჯის კონცეფცია გააცნეს, შემდგომ კი მხარეებმა ერთობლივად ის მიწის ნაკვეთები დაათვალიერეს, სადაც შესაძლებელი იქნება პროფესიული სასწავლებლის აშენება.
პროფესიული განათლების განვითარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, პროფესიული კოლეჯების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.