პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია

აქტიურად მიმდინარეობს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე არსებულ კოლეჯის სასწავლო კორპუსში, ამ დროისთვის დასრულებულია სახურავის, ჟოლობების და პანდუსის მოწყობა, ასევე ფასადის რეაბილიტაცია. 25 ნოემბერს სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე სამუშოაები და საჩუქრად 8 ცალი HP Pro Book 455 Notebook PC-ის მოდელის კომპიუტერები გადასცეს, სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერთან მატერიალური ბაზის განახლებაზეც ისაუბრეს. წარმოგიდგენთ ფოტომასალას.