პროფესიული კოლეჯი “ლაკადა”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სსიპ პროფესიულ კოლეჯ „ლაკადა“-ში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაობი, ამ ეტაპისთვის დასრულებულია სახურავისა და ჟოლობების მოწყობა. 24 ნოემბერს სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე სამუშოაები და პროფესიულ კოლეჯს საჩუქრად 15 ცალი HP Pro Book 455 Notebook PC-ის მოდელის კომპიუტერები გადასცეს, კოლეჯის დირექტორთან ინფრასტრუქტურის დამატებით განვითარებასა დამატერიალური ბაზის განახლებაზეც ისაუბრეს. ინფორმაციისთვის: 1983 წელს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში გაიხსნა 163-ე პროფტექნიკური სასწავლებელი, რომელიც 1992 წლიდან გადავიდა დაბა ჯვარში, ახლანდელ პროფესიული კოლეჯის შენობაში.1993 წელს პროფტექნიკური სასწავლებელი გადაკეთდა მრავალდარგოვან სახელმწიფო კოლეჯად. 2007 წლიდან მრავალდარგოვანი კოლეჯი გადაკეთდა ჯვარის პროფესიული სწავლების ცენტრად. 2011 წლის მაისიდან კი აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც სსიპ პროფესიული კოლეჯი ,,ლაკადა”.