პროფესიული კოლეჯების სახელოსნოების მშენებლობა დაიწყო

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პროფესიული კოლეჯების სახელოსნოების მშენებლობა მიმდინარეობს.

ახალციხეში, კოლეჯი “ოპიზარი”-ს ტერიტორიაზე იფუნქციონირებს სასწავლო სახელოსნოები, როგორიცაა: ხის მხატვრული დამუშავება, შედუღება, იატაკისა და ფილის მოწყობა და ავტომობილის სავალი ნაწილების შეკეთება. სახელოსნოების ფუნქციონირება ხელს შეუწყობს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიების დაუფლებას.

სახელოსნოების ტიპიური პროექტი ითვალისწინებს ერთსართულიან შენობას, რომელიც წარმოადგენს ცალკე მდგომ ბლოკს და ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიტრაჟული დერეფნებით. შენობის ძირითადი ფასადი შეიღებება მაღალი ხარისხის ნესტგამძლე საღებავით.

სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება ქვეყანაში არსებული სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 848611.95 ლარი.

სასწავლო პროგრამისა და პროფესიის წარმატებით ათვისებისათვის აუცილებელია შესაბიმისი პრაქტიკა. სწორედ ესაა სასწავლო სახელოსნოების აშენების მიზანი.