პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში 2014-2015 სასწავლო წლისთვის ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი აღიჭურვა პორტაბელური კომპიუტერით, პირვეკლასელთა დამრიგებლებისთვის კი მიმდინარეობს კომპიუტერების მიწოდება, აღმოსავლეთ საქართველოს საჯარო სკოლებს სააგენტომ უკვე გადასცა პორტაბელური კომპიუტერები, ხოლო დასავლეთ საქართველო მიმდინარე კვირის ბოლოსთვის სრულად აღიჭურვება.