პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, პირველკლასელი მოსწავლეებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების დარიგება დასრულდა. 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელი მოსწავლე მიიღებს კომპიუტერებს. წინა წლებთან შედარებით, წელს შესყიდული პორტაბელური კომპიუტერების ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესებულია, კერძოდ კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკის მოცულობა გაორმაგებულია.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ წარმატებულად ხორციელდება 2011 წლიდან . პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებლები. აღნიშნული პროგრამის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა.